ნაპოლეონის კვალდაკვალ — შვეულმფრენით ჰოლფ-ჟუანში

ნაპოლეონის კვალდაკვალ — შვეულმფრენით ჰოლფ-ჟუანში

ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროს, ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ბრუნდება აქ, ხოლო დამსვენებელთა რაოდენობა აღემატება  ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის არა სეზონურ პერიოდშიც კი. და რა იზიდავს მოგზაურებს ფრანგულ რივიერაზე? რატომ ნიცაში ჩარტერის დაქირავებას ჩქარობენ არამხოლოდ კინოვარსკვლავები, არამედ უბრალო ტურისტებიც?

პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება მოიძიოთ ამ ადგილების უნიკალურ კლიმატში და ატმოსფეროში, ღირშესანიშნაობებში და პირობებში, რომლებსაც ქმნიან ბუნება და ადგილობრივი მოსახლე, მაგრამ ლაჟვარდოვანი სანაპიროს მიმზიდველობის ძირითად მიზეზად მაინც რჩება მისი რომანტიკა, რომელიც შთაგონებულია ზღვით, მზიანი ამინდით და შესაბამისი განწყობით. სწორედ რომანტიკისათვის მოფრინავენ ფრანგულ რივიერაზე მილიონობით ტურისტი.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL), ევროპული აკრედიტებული ავიაბროკერი ავიაციის სფეროში, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით და მრავალრიცხოვანი კმაყოფილი კლიენტებით, გიწვევთ ესტუმროთ ლაჟვარდოვან სანაპიროს მომატებული კომფორტის პიროებში. ჩვენი კლიენტებისათვის ხელმისაწვდომია: კერძო თვითმფრინავის იჯარა მათი სურვილების შესაბამისად, საჰაერო ტრანსფერი განთავსების ადგილამდე, საინტერესო ექსკურსიები ხმელთაშუაზღვის ყველაზე უცნობ და შთამბეჭდავ ადგილებში.

თუ თქვენ ნამდვილად გინდათ აღმოაჩინოთ ლაჟვარდოვანი სანაპიროს რომანტიკა და დაიღალეთ დიდი ქალაქების ხმაურისაგან, ეწვიეთ გოლფ-ჟუანს შვეულმფრენით. ეს აუთენტური ზღვისპირა ქალაქია, რომელიც თანაბარი მანძილით მოშორებულია ნიცასა და კანისგან, ხოლო მთელი მარშრუტი შვეულმფრენით დაიკავებს დაახლოებით ხუთ წუთს. სამაგიეროდ შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

საშვეულმფრენო ექსკურსია გოლფ-ჟუანში გახდება საოცარი კვლევა მთელი ოჯახისათვის, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება როგორც დიდებისათვის, აგრეთვე პატარებისათვის. თავად ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, სახელგანთქმულია იმით, რომ ოდესღაც აქ ჩერდებოდა თავად იმპერატორი ნაპოლეონი (ელბას კუნძულიდან პარიზში გამგზავრებისას). შვეულმფრენის ილუმინატორიდან პანორამული ხედებით დატკბობის და თითქოს ხელისგულზე  გაშლილი ლაჟვარდოვან ტალღებში მოციმციმე “მარგალიტების“ – კანის, ნიცას, ანტიბის დათვალიერების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ გოლფ-ჟუანში, “ნაპოლეონის კვალდაკვალ“. ამ ქალაქში შეგიძლიათ ისადილოთ ცნობილ სამიკიტნოში, მიირთვათ გამაგრილებელი ღვინო ან გამამხნევებელი ყავა, დააგემოვნოთ ადგილობრივი ხილი, ყველი და ძეხვი, იპოვო სახელგანთქმული იმპერატორის ბიუსტი, ახვიდეთ სამრეკლოზე და შეისუნთქოთ ამ პატარა პროვანსის ქალაქის რომანტიკა, შემდეგ კი კვლავ ახვიდეთ შვეულმფრენის ბორტზე.

სიმაღლიდან თქვენ ადვილად დაათვალიერებთ გოლფ-ჟუანის სრუტეს ორ პორტს: ერთი განკუთვნილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იახტებისათვის, რომელთა სიგრძე 40 მეტრს აღწევს, ხოლო მეორე – უფრო “მოკრძალებული“ ადგილობრივ, აუთენტურ სტილში შექმნილი ნავებისათვის. «ქერა ლამაზმანების» სილამაზით დამტკბარებს, თქვენ, შესაძლოა მოგინდეთ რამდენიმე დღით ან თუნდაც თვით იქირავოთ ერთ-ერთი იახტა – ამაში თქვენ აგრეთვე დაგეხმარებიან «კოფრანს სარლში» (ScanMarine TM).

სილამაზე გარეშემო

გოლფ-ჟუანზე შვეულმფრენით გადაფრენისას, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა გოლფ  ჟუან ვალორისში. აქ თქვენ შეგიძლიათ ჩაიძიროთ ფრანგულ ხმელთაშუაზღვის რომანტიკაში არამხოლოდ სულიერად არამედ  ხორციელად. ქალაქში ფუნქციონირებს უამრავი დაივინგ-ცენტრი და გათვალისწინებულია პირობების წყლის სპორტის სახეობებისათვის. წყლის თხილამურებზე ან ფიცარზე კატაობა და თუნდაც უბრალოდ ბანაობა და გაგრილება დატვირთული დღის შემდეგ შესაძლებელია გოლფ ჟუან ვალორსში. გარდა ამისა ქალაქი სახელგანთქმულია კერამიკული ნაკეთობებით და თქვენ შეძლებთ ახლობლებისთვის დახვეწილი სუვენირების საჩუქრად შეძენას.

მაგრამ ყველაზე საოცარ მოგონებად დარჩება საშვეულმფრენო ექსკურსია საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რომლის დროსაც AVIAV TM (Cofrance SARL) გაძლევთ გარანტიას, რომ შემოგთავაზებთ:

  • უნაკლო სერვისს,
  • უმაღლესი დონის ხარისხსა და კომფორტს,
  • პილოტის ზრდილობას და პუნქტუალობას,
  • სრულ კონფიდენციალურობას,
  • ყველაზე დემოკრატიულ ფასებს.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვეულმფრენის ბორტზე საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს თავგადასავლებისა და ფანტასტიური ხედების სამყაროში!

t98books

Comments are closed.