შთამბეჭდავი ფრენა თვალწარმტაცო უფსკრულის ვერდონის ხეობის თავზე

შთამბეჭდავი ფრენა თვალწარმტაცო უფსკრულის ვერდონის ხეობის თავზე

«ვერდონის ხახა» — სწორედ ასე სიტყვასიტყვით შეიძლება გადაითარგმნოს საგრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული ხეობის სახელწოდება ვერდონ (ფრ. Gorges du Verdon). მართლაც, თავისი საოცარი ხედით ეს ბუნების «მონუმენტი» ჰგავს გრძელ და საოცრად ღრმა ხახას, რომელიც თითქოს მზად არის გადასანსლოს ყველაზე, რაც მასში მოხვდება. ვერდონის ხეობა, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ კირქვიან კანიონს ოდითგანვე «უშვებდა» მხოლოდ ყველაზე თამამებს.

თუმცა, ასეთი თვალწარმტაცი და ცნობილი ჩვენს დროში ადგილი არ იწვევდა არავითარ განსაკუთრებულ ინტერეს XIX საუკუნემდე, როდესაც თავზე ხელაღებული რომანტიკოსები მიემგზავრებოდნენ აქ  ახალი თავგადასავლების, ახალი შთაბეჭდილებების და მშვენიერი პეიზაჟების ძიებაში. ჩვენს დროშიც ვერდონის ხეობის მიდამოში შეიძლება შეხვდეთ არამხოლოდ თავზე ხელაღებულ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ამ ადგილების სახიფათო მთიანი მარშრუტები და კლდეებში მიმავალ მდინარეზე ჯომარდობა, არამედ მრავალრიცხოვან მხატვრებს, რომლებიც ჩქარობენ აღბეჭდონ ყოველივე ეს: კანიონის პირველყოფილი სილამაზე და გამოწვევის წინაშე მდგარი მამაცი ადამიანები.

თუ თქვენ გინდათ გახდეთ ერთ-ერთი მათგანი საკუთარი სიცოცხლისათვის რისკისა და ვიწრო საფეხმავლო მარშრუტზე კლდიდან ჩამოვარდნის საფრთხის გარეშე, განიცადოთ მძაფრი შეგრძნებები და დატკბეთ შთამბეჭდავი ხედებით, ისარგებლეთ საფრანგეთში, მონაკოში და ევროპაში მრავალი წლის განმალობაში მომსახურების გამწევი გამოცდილი საავიაციო ბროკერი AVIAV TM (Cofrance SARL)-ის უნიკალურ წინადადებას. ჩვენ გთავაზობთ:

  • გაიგოთ, თუ რა არის საშვეულმფრენო ექსკურსია ვერდონის ხეობაში საფრანგეთში;
  • კომფორტს და უსაფრთხოებას საჰაერო ხომალდის ბორტზე;
  • სრულ ანონიმურობას;
  • VIP-მომსახურებას სალონში;
  • პროფესიულ ეკიპაჟს;
  • ყველაზე დემოკრატიულ ფასებს;
  • ფასდაკლებებს მუდმივი კლიენტებისათვის.

 

თავბრუდამხვევი საშვეულმფრენო ექსკურსია ვერდონი

 

ფრენა გამოცდილ გუნდთან ერთად ჰელიკოპერზე ვერდონის ხეობის თავზე და სურვილის შემთხვევაში გიდის და თარჯიმნის მომსახურება მოგანიჭებთ დაუვიწყარ სიამოვნებას. თქვენ შეძლებთ სიმაღლიდან შეაფასოთ ალპები ზედა პროვანსის და ვარის დეპარტამენტებს შორის განლაგებული ამ მიდამოს სილამაზე. ამ ფრანგული კანიონის სიღრმე მოგეჩვენებათ უბრალოდ სასწაული შვეულმფრენის ილუმინატორიდან, ვინაიდან ის ისედაც შეადგენს 700 მეტრზე მეტს. უძველეს ხანაში ადამიანები არ რისკავდნენ ვერდონის ხეობაში ჩასვლას და მხოლოდ ზოგიერთი მამაცი ტყის მჭრელები თოკით ჩადიოდნენ მის სიღრმეში იშვიათი ჯიშის ხეების ძებნაში. დღეს ვერდონის ხეობაში მიდიან იმისათვის კი არა, რომ გადარჩნენ, არამედ იმისათვის, რომ გარისკონ და განიცადონ საოცარი აზარტი, თითოეული უჯრედით შეიგრძნონ ამ უნიკალურ ადგილებში  ბუნების დიდება.

ფრენა ჰელიკოპერზე ვერდონის ხეობის თავზე – ეს მართლაც გრანდიოზული შოუა. დაცული ბუნების სივრცეში მოგზაურისთვის გაშლილი პანორამები თავბრუდამხვევია, ხოლო მახლობლად განლაგებულმა სოფლებმა შეინარჩუნეს ძველი პროვანსის ხიბლი. ჩასხედით შვეულმფრენის ბორტზე და აღმოაჩინეთ თქვენთვის ეს საოცარი ადგილი – თქვენ არასდროს დაივიწყებთ ამას!

 

ვერდონის ხეობის თავზე თქვენი საშვეულმფრენო ექსკურსიის პროგრამა

 

შეხვედრა საშვეულმფრენო მოედანზე, სადაც საჰაერო ხომალდის ბორტზე თქვენ უკვე გელით პილოტი, რომელიც დაგპატიჟებთ გასეირნებაზე.

აფრენის წინ უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციის და აგრეთვე შვეულმფრენზე თქვენი გასეირნების გეგმის გაცნობა.

როდესაც ყველა მონაწილე განთავსდება თავის ადგილებზე, შვეულმფრენი აფრინდება და მოიფრენს ვერდონის ხეობას, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 1 საათი ან მეტი, თქვენი სურვილის შემთხვევაში, თუკი თქვენ ვერ ასწრებთ რაიმეს დათვალიერებას.

გასეირნების დროს თქვენ შეძლებთ აღფრთოვანდეთ შემდეგი ადგილებით:

 

  • ვერდონის ხეობის უზარმაზარი კირქვიანი კლდეები, რომლებიც გაშლილია რამდენიმე კილომეტრის მანძილზე;
  • სენტ-კრუზის ტბა მისი ფირუზისფერი წყლებით;
  • პროვანსის სოფლები: მუსტიერ-სენტ-მარი, ეგინი, ლიაპალიუდსიურვერდონი, ბოდუენი და ა. შ..

 

შვეულმფრენზე თქვენი ფრენის დასასრულს თქვენ დაბრუნდებით საწყის წერტილში.

 

საშვეულმფრენო ექსკურსიის თავისებურებანი

 

მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე თქვენ შემოგთავაზებენ შვეულმფრენის სხვადასხვა მოდელებს.

 

სასარგებლო ინფორმაცია

 

2-დან 12 წლამდე ბავშვებს უნდა ტან ახლდნენ უფროსები;

ფრენის დროს იქნება კომენტარები ვერდონის ხეობის მიდამოებზე;

ყველა მგზავრს ექნება პანორამული ხედი ფრენის არეალზე.

 

არ გაუშვათ უნიკალური შანსი გამოიკვლიოთ ვერდონის ხეობა სიმაღლიდან!

 

t98books

Comments are closed.