ფრენა «ოქროს კარნიზის» თავზე

ფრენა «ოქროს კარნიზის» თავზე

საშვეულმფრენო ექსკურსია ესტერელის წითელ კლდეებთან პირველ რიგში იქნება მოგზაურობა ფერთა ელფერის ფანტასტიურ სამყაროში: აგურისფერი წითელი, ადგილ-ადგილ გადასული ხან ოქროსფერ, ხან შოკოლადისფერ ტონებში ბუნებრივი ფრიალო, მწვანე ნაძვები, ფირუზისფერი წყალი, ჰორიზონტთან მიმავალი, ზღვასთან შერწყმული ცის მოკაშკაშე სილურჯე. თუ თქვენ გინდათ განიცადოთ ნამდვილი ფრანგული რომანტიკა, იხილოთ თითქოს იმპრესიონისტების ტილოებიდან გადმოსული მკვეთრი ფერებით აღსავსე საოცარი ბუნების პეიზაჟები, დროა დარეკოთ ან მიმართოთ ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი გზით გამოცდილ საავიაციო ევროპელ ბროკერ AVIAV TM (Cofrance SARL)-თან და შეუკვეთოთ საჰაერო ექსკურსია ესტერელის წითელ კლდეებთან.

საინტერესოა, რომ დღეღამის პერიოდის მიხედვით იდუმალი ესტერელის მასივი (ფრ. Massif de l’Esterel) იცვლის თავის ფერებს. სწორედ ამიტომ მოგზაურების შთაბეჭდილებები იქნება განსხვავებული დილით, შუადღეს და საღამოს. და რასაკვირველია სრულიად განსხვავებული წელიწადის სხვადასხვა დროს. ჩვენ გთავაზობთ გააკეთოთ რამდენიმე საშვეულმფრენო ექსკურსიას ესტერელის წითელ კლდეებთან და თქვენ შეძლებთ შეადაროთ საკუთარი შეგრძნებები წელიწადისა და დღეღამის სხვადასხვა დროს. ყოველთვის სასიამოვნოა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან დაბრუნება!

გი დე მოპასანი ამბობდა ესტერელის კლდეებზე როგორც ტილოზე, რომელიც დაწერილია «ბუტაფორული ცის ფონზე აკვარელით სტუმართმოყვარე შემოქმედის მარჯვენით». და მართლაც, რაღაც გრანდიოზულის და დიდებულის, პირველყოფილი უზენაესი ჩანაფიქრის შეგრძნება უჩნდება ყველას, ვინც ეწვევა ესტერელის წითელ კლდეებს. მით უმეტეს ეს იგრძნობა სიმაღლიდან, როდესაც შესაძლებელია ამ «ღრმა» პანორამის თითოეული დეტალის, დიდებული  ფრიალოს და მის ძირში გაშლილი ზღვის თითოეული ელფერის დათვალიერება.

 

სილამაზე ფეხის ყოველ ნაბიჯზე

 

საშვეულმფრენო ექსკურსია ესტერელის წითელ კლდეებზე ეს არის მოგზაურობა ბავშვებსა და მოზრდილებისათვის საოცარი ფერთა გამის ფანტასტიკის სამყაროში, ყაჩაღების ბილიკებით და ანტიკური საიდუმლოებით, ეს არის რომანტიკული საიდუმლო შეყვარებულებისათვის, ნამდვილი აღმოჩენა  შემოქმედი ადამიანებისათვის და უბრალოდ დასვნება სულისთვის. სწორედ ასეთ საოცარ საჩუქარს გთავაზობთ კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL), რომელიც ცნობილია:

  • ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ კლიენტთან;
  • სერვისის უნაკლო ხარისხით;
  • გუნდის პროფესიონალიზმით;
  • კმაყოფილი კლიენტების მრავალრიცხოვანი გამოხმაურებით;
  • გადაწყვეტილებების პუნქტუალობითა და დროულობით;
  • საჰაერო ხომალდებისა და მარშრუტების დიდი არჩევანით;
  • დამატებითი მომსახურების კომპლექტით: გიდის, თარჯიმნის გაყოლა, კერტერინგი ბორტზე;
  • ნდობით აღსავსე მოპყრობით და ფასდაკლებებით თავისი მუდმივი კლიენტებისათვის.

 

თუ თქვენ იმყოფებით საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ქალაში, ან თუნდაც რუსეთში და ოცნებობთ გაემგზავროთ ესტერელის მაგიურ წითელ კლდეებთან, ნუ გადადებთ თქვენს სურვილს მომავალზე. იმიტომ რომ ეს ფანტასტიური კლდეები ყოველ წუთას იცვლიან თავის იერს და შეიძლება თქვენ გამოტოვებთ ყველაზე საინტერსოს. დარეკეთ AVIAV TM (Cofrance SARL)-ში ან მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი ხერხით: ონლაინ ან საიტზე განაცხადის მეშვეობით. ჩვენ ვართ კავშირზე 24 საათი 7 დღე კვირაში.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესტერელის წითელი კლდეების თავბრუდამხვევი რომანტიკის სამყაროში!

 

t98books

Comments are closed.